ნახევარმარათონი – 21.097 კილომეტრი საკუთარი ძალების აღმოსაჩენად!
ჩვენი ნახევარმარათონი სრულად შეესაბამება AIMS-ის საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს 2 იდენტურ წრეს (მეორე წრეზე + 1 კმ).
დროის აღრიცხვა? უზრუნველყოფილია!
გაითვალისწინეთ!:
- გარბენში მონაწილეობა მხოლოდ იმ დისტანციაზეა შესაძლებელი, რომელზეც რეგისტრაცია გაქვთ გავლილი. იმ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირდებით ნახევარმარათონზე და დისტანციას ბოლომდე არ/ვერ გაივლით – შედეგი არ ჩაითვლება.
გაითვალისწინეთ!:
- თბილისიმარათონის ორგანიზება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა თუ გაუთვალისწინებელი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ღონისძიება გაუქმდება – რეგისტრაციის თანხა არ დაბრუნდება და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება შერჩეულ ბენეფიციარს. ასევე საყურადღებოა, რომ მარათონზე დარეგისტრირების შემდეგ, პირადი მიზეზით ღონისძიებაში მონაწილეობის გაუქმება თანხის დაბრუნებას არ ითვალისწინებს.
10 კმ. გარბენი მოიცავს 1 სრულ წრეს.
დროის აღრიცხვა უზრუნველყოფილია ორგანიზატორების მიერ Race Results-ის სისტემით.
გაითვალისწინეთ!:
- თუ გაუთვალისწინებელი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ღონისძიება გაუქმდება – რეგისტრაციის თანხა არ დაბრუნდება და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება შერჩეულ ბენეფიციართან. ასევე საყურადღებოა, რომ მარათონზე დარეგისტრირების შემდეგ, პირადი მიზეზით ღონისძიებაში მონაწილეობის გაუქმება თანხის დაბრუნებას არ ითვალისწინებს.
ბავშვთა გარბენი - სიხარულით სავსე ნაბიჯები!
ჩვენი პატარა მორბენლებისთვის წელსაც დაგეგმილია ორი ასაკობრივი კატეგორიის გარბენი:
თითოეულ კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 250 ადამიანამდე, ამიტომ დარეგისტრირდი ახლავე!
გაითვალისწინეთ!:
ზოგადი ინფორმაცია:
- რეგისტრაციის დასრულებისთანავე, თქვენ ავტომატურად ხდებით „თბილისიმარათონის“ მონაწილე.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის საფასური არ ექვემდებარება ანაზღაურებას არცერთი მიზეზით და ვერ მოითხოვთ რეგისტრაციის საფასურის გადატანას შემდეგი წლის ღონისძიებაზე.
- ფორს მაჟორის, უსაფრთხოების, გაუთვალისწინებელი გარემოებების ან ოფიციალური განკარგულების შემთხვევაში, ორგანიზატორს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები ან გააუქმოს ღონისძიება რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურების გარეშე.
- ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას ფინანსური ან ქონებრივი ზარალისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ზიანი გამოწვეულია მისი ან წარმომადგენლების პირდაპირი ბრალეულობით.
- ჯანმრთელობის ან სხვა სახის ზიანზე ორგანიზატორს პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ ის გამოწვეულია ორგანიზატორის ან მისი წარმომადგენლების ქმედებით.
ღონისძიების მთავარ ლოკაციაზე იფუნქციონირებს საინფორმაციო პუნქტი, სადაც შეგეძლებათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია.
- გარბენის დღეს, პირადი ნივთები და ტანსაცმელი შეგეძლებათ ჩააბაროთ მხოლოდ იმ ჩანთით, რომელიც გადმოგეცათ ორგანიზატორების მიერ, 07:00–11:30 საათამდე. გთხოვთ, სპეციალური სამაგრი, რომელიც გადმოგეცათ თქვენს საასპარეზო ნომერთან ერთად მიამაგროთ ჩანთას.
- ნივთების დაბრუნება შესაძლებელი იქნება გარბენის დასრულების შემდეგ, ნომრის წარდგენის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ნივთები იქნება სათანადოდ დაცული, ორგანიზატორი პასუხისმგებელი არ არის ნივთების უსაფრთხოებაზე.
- იმ ემთხვევაში, თუ დაკარგეთ ან იპოვეთ სხვისი ნივთი, გთხოვთ მიმართოთ საინფორმაციო პუნქტს 28 სექტემბერს, 07:30–11:30 საათამდე.
გთხოვთ, სისტემატურად აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სტარტზე გამოცხადდეთ შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში. თითოეულ გარბენში მონაწილეობა თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა.
რეკომენდაცია: სასურველია წელიწადში მინიმუმ ერთხელ სრულად შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო რისკები.
კომპანია ჰანიველ ცემენტის მიერ ორგანიზებული 10კმ გარბენი და ნახევარმარათონი "მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენების საერთაშორისო ორგანიზაციის" (AIMS) მიერ არის ოფიციალურად აღიარებული 2015 წლიდან.
ნახევარმარათონი და 10კმ გარბენი ორგანიზებულია მძლეოსანთა საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) წესებისა და სტანდარტების მიხედვით. ღონისძიებაში ჩართულნი არიან საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.
ნახევარმარათონისთვის/10კმ გარბენის დროის შეზღუდვა განისაზღვრება - 3 საათიანი ლიმიტით,რის შემდეგაც გზა გაიხსნება ავტომანქანებისთვის. თუ თქვენ ამ დრომდე ვერ მოახერხებთ ფინიშის ხაზის გადაკვეთას, გთხოვთ, გადაინაცვლოთ ტროტუარებზე და უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაბრუნდეთ ფინიშის ტერიტორიაზე.
10კმ გარბენსა და ნახევარმარათონში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 16 წლის ზემოთ.