რეგისტრაცია
რეგისტრაცია

შესვლა

მომხმარებლის პროფილში შესვლა
პაროლის აღდგენა

არ გაქვთ მომხმარებელი ? რეგისტრაცია

რეგისტრაცია

მომხმარებლის შექმნა
პერსონალური კომპანია/გუნდი

გაქვთ მომხარებელი ?

აღდგენა

პაროლის აღდგენა

გაქვთ მომხარებელი ?

ფიზიკური მომზადება

Tbilisimarathon

2025

როგორ მოვემზადოთ წარმატებული გარბენისთვის!

ძვირფასო მორბენალებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სავარჯიშო პროგრამების ნაწილში!

ჩვენ თქვენთვის შევიმუშავეთ ექვსი სხვადასხვა სახის გეგმა 2025 წლის 28 სექტემბრის ნახევარმარათონისათვის.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ყველა გეგმას და ამოირჩიოთ ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და  თვლით რომ შეგეფერებათ. თქვენი სამიზნე უნდა იყოს მაღალი,  მაგრამ არა არარეალური.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მხოლოდ სრულად შესრულებული გეგმა გაძლევთ მიზნის მიღწევის გარანტიას. წარმატების გასაღები სისტემატიური და დინამიური ვარჯიშია.ზოგიერთი სავარჯიშო მძიმე და რთულია. მხოლოდ შესაბამისი ძალისხმევის შედეგად შეძლებთ მის შესრულებას. ასე რომ, დაივიწყეთ კომფორტი და ეცადეთ ვარჯიშით მიიღოთ სიამოვნება. მნიშვნელობა არ აქვს რომელ გეგმას აირჩევთ. ვარჯიშის დაწყებამდე ყოველთვის შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობა. 

სცადეთ იპოვოთ ან ორგანიზება გაუწიოთ მორბენალთა ჯგუფის, შექმნას. ჯგუფურად ვარჯიში და სირბილი ძალიან სახალისოა და დადებითად მოქმედებს ჩვენზე.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს facebook- ის გვერდს, ჩვენ დაუყოვნებლივ გიპასუხებთ.

გისურვებთ წარმატებას!

გეგმა 1

ეს არის გეგმა დამწყებთათვის, ვისაც სურს გაირბინოს 10კმ-იანი გარბენი
ნორმაზე ცოტათი მეტ წონას არ მიანიჭოთ მნიშვნელობა
აუცილებელია გქონდეთ სურვილი აღმოვაჩინოთ და გავიცნოთ ახალი სამყარო.
იქონიეთ დრო კვირაში სამჯერ ვარჯიშისათვის

გეგმა 2

ეს არის გეგმა იმ მორბენალთათვის ვისაც შეუძლია 20-30 წუთი შეუსვენებლად სირბილი მის მიერ შერჩეული სიჩქარით, ვისაც სურს სიამოვნებით გაირბინოს 10კმ-იანი გარბენი
იქონიეთ დრო კვირაში სამჯერ ვარჯიშისათვის.
კარგი იქნება გქონდეთ ველოსიპედით სიარულის, ცურვის და მსგავი სპორტული აქტივობების გამოცდილება
კარგია თუ გაქვთ ვარჯიშის გამოცდილება
ნორმაზე ცოტათი მეტ წონას არ მიანიჭოთ მნიშვნელობა
არ არის აუცილებელი იყოთ გამოცდილნი სირბილში

გეგმა 3

ეს არის გეგმა იმ მორბენალთათვის ვისაც შეუძლია 1სთ-1 და 30წთ. შეუსვენებლად სირბილი მის მიერ არჩეული სიჩქარით
10კმ მანძილის დაფარვა უნდა შეგეძლოთ 50-70 წუთში.
ეს გეგმა მშვენიერია მათთვის, ვისაც მოწონს კლასიკური, 10კმ გარბენი და სურთ გააუმჯობესონ შედეგი
იქონიეთ დრო კვირაში სამჯერ ვარჯიშისათვის
კარგი იქნება გქონდეთ ვარჯიშის 2-3 წლიანი გამოცდილება
აუცილებელია გქონდეთ შეჯიბრის გამოცდილება
აუცილებელია გქონდეთ პროფესიონალური მიდგომა ვარჯიშის მიმართ

გეგმა 4

ეს არის გეგმა იმ მორბენალთათვის ვისაც შეუძლია 1სთ-1 და 30წთ. შეუსვენებლად სირბილი მის მიერ არჩეული სიჩქარით
მათთვის ვისაც სურს კარგად იყოს მომზადებული ნახევარ მარათონისათვის
10კმ მანძილის დაფარვა უნდა შეგეძლოთ 50-70 წუთში.
იქონიეთ დრო კვირაში სამჯერ ვარჯიშისათვის
კარგია თუ გაქვთ ვარჯიშის გამოცდილება
არ არის აუცილებელი იყოთ გამოცდილნი შეჯიბრებში
ნებისმიერ შემთხვევაში ეს გეგმა უსაფრთხოთ დაეხმარება თქვენს დებიუტს ნახევარ მარათონზე

გეგმა 5

არის გეგმა იმ მორბენალთათვის ვისაც შეუძლია 2სთ შეუსვენებლად სირბილი მის მიერ არჩეული სიჩქარით
კარგი იქნება გქონდეთ ვარჯიშის გამოცდილება.
ვისაც სურს მოემზადოს ნახევარ მარათონისათვის
აუცილებელია გქგონდეთ პროფესიონალური მიდგომა
იქონიეთ დრო კვირაში ოთხჯერ ვარჯიშისათვის
აუცილებელია გქონდეთ შეჯიბრის გამოცდილება

გეგმა 6

ეს არის გეგმა იმ მორბენალთათვის ვისაც შეუძლია 2სთ და 30 წთ შეუსვენებლად სირბილი მის მიერ არჩეული სიჩქარით
იქონიეთ დრო კვირაში ხუთჯერ ვარჯიშისათვის
ვისაც სურს გააუმჯობესოს შედეგი 21,1 კმ მანძილზე
კარგი იქნება გქონდეთ ვარჯიშის 3-5 წლიანი გამოცდილება
ვისაც სურს გააუმჯობესოს შედეგი 21,1 კმ მანძილზე
აუცილებელია გქონდეთ შეჯიბრის გამოცდილება
10კმ მანძილის დაფარვა უნდა შეგეძლოთ 45-55 წუთში
აუცილებელია გქონდეთ პროფესიონალური მიდგომა
ნახევარ მარათონის 1სთ და 40 წთ-ში
მარათონის განრიგი